გოგებაშვილის ქუჩის 4 ნომერში მცხოვრებლები, 33 სართულიანი კუბ თაუერის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, რაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყო სახლის კედლები დაიბზარა და ჭერიც ჩამოვარდა. იგივე პრობლემის წინაშე დგას კოსტავას 4 ნომერში მცხოვრებლები. მოსახლეობის თქმით, 4 წლის განმავლობაში მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მთავრობას, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება. კუბ თაუერის მშენებლობას კომოანია ,,ადოგ ჯორჯია,, ახორციელებს. კომპანიის დირექტორის თქმით, ამ სახლზე ბზარები დიდი ხნისაა და ობიექტის მშენებლობას პრობლემა არ შეუქმნია.