რეგისტრაციიდან მოხსნილ, მისამართის გარეშე რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ

25 აგვისტო 2021, 12:31 986 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არ არის სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში  მოუწოდებს არჩევნების დანიშვნის დღიდან 11 სექტემბრის ჩათვლით გამოცხადდენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და ციფრულ ფორმატში გადაიღონ ფოტოსურათი.

ცესკოში აცხადებენ, რომ ამ პროცედურის გავლისას ისინი ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მოხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში და ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი