ვაქცინაციის მიმდინარეობა საქართველოში

23 აგვისტო 2021, 14:53 938 ნახვა

წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ბენეფიციარების 95% ვაქცინირებულია. დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა იმ ბენეფიციარებს ჩაუტარდათ, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ. ვაქცინაციის მიზნით, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსთა ჯგუფი სათნოების სავანეში იმყოფებოდა.

დღემდე სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაცია სავანეს 60-მა ბინადარმა ჩაიტარა, ისინი უკვე ორი დოზით არიან ვაქცინირებულნი.

რაც შეეხება საერთო მონაცემებს: ქვეყნის მასშტაბით  გუშინ სულ 17 ათას 670  დოზა ვაქცინა გაკეთდა. აქედან  გასულ დღე-ღამეში აჭარაში 2 386 ადამიანი აიცრა.   ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამცრელი პუნქტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოწყობილი, სადაც დღიურად 700-ზე მეტი ადამიანი წინასწარი ჯავშნით იცრება.  ამცრელ დაწესებულებასთან დილიდან რიგებია.

რიგისა და რეგისტრაციის გარეშე აცრის გაკეთება ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტშია შესაძლებელი, სადაც ყოველ დღე დილის 10-დან 17 საათამდე 4 სხვადასხვა ვაქცინით აცრაა შესაძლებელი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი