შრომის ინსპექციის სამსახურმა "სანსეტ ბათუმი" დალუქა

22 აგვისტო 2021, 15:35 4399 ნახვა

იმის  მიუხედავად, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების ათასობით შემთხვევა ფიქსირდება, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები მაინც იმართება. შრომის ინსპექციიის ინფორმაციით, ქვეყანაში დაწესებული კოვიდრეგულაცია დაარღვია სანსეტ- ბათუმმა, რის გამოც რესტორანი დაილუქა. 

უწყების ცნობით, ობიექტზე განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რესტორნის წარმომადგენლობა მაუწყებელთან კომენტარს არ აკეთებს. გვითხრეს, რომ სიტუაციაში გასარკვევად დრო სჭირდებათ.ცნობისთვის ბოლო 24  საათში, შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი