„ევროპული საქართველოს“ ბრალდება „ოცნებას“

21 აგვისტო 2021, 12:17 932 ნახვა

წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს ევროპული საქართველოს აჭარის წარმომადგენლობა. ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ შტაბმა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკამები „ბათუმის წყლის“ მანქანით გადაიტანა.

ოპოზიციის წარმომადგენელი მმართველ პარტიას მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება დანაშაულია და ამის შესახებ კრიტიკა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებშიც აისახება. „ქართული ოცნების“ შტაბსა და შპს „ბათუმის წყალში“ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი