მმართველმა პარტიამ ცვლილებები დააანონსა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებშიც, რომლებიც შეკრებებსა და მანიფესტაციებს ეხება.
ცვლილების მიხედვით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე თუ სახეს ნიღბით დაფარავს, ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერება ექნება, გადაკეტავს გზას ანდა დროებით კონსტრუქციას მოაწყობს პირველივე შემთხვევაზე 15 დღიანი პატიმრობა იქნება გათვალსწინებული, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობა 20 დღემდე ვადით.
ამასთან იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღით, იგივე ვადით პატიმრობა შეეფარდება მას ვისაც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან იქონიებს ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე