დღეს სვეტიცხოვლობაა

14 ოქტომბერი 2025, 14:25 83 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს  სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

ამ დღეს ტრადიციულად მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. გაიმართა სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები, რეწვის ნიმუშების გამოფენა და მოეწყო საბავშვო გასართობი კუთხეც.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.

14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში