მივესალმებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, როგორც საკვანძო და იმედისმომცემ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი რეგიონული სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ყაველაშვილი წერს, იმედოვნებს, რომ ეს შეთანხმება გახდება გრძელვადიანი, სტაბილური მშვიდობის დასაწყისი.
„ვიმედოვნებ, რომ ეს შეთანხმება არ იქნება მყიფე და გახდება გრძელვადიანი, სტაბილური მშვიდობის დასაწყისი როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე იქნება ბიძგის მიმცემი სხვა კონფლიქტური რეგიონებისთვის, რათა დიპლომატიას ჰქონდეს მთავარი როლი მშვიდობის დასამყარებლად“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე