შეხვედრა სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების ცენტრში

07 მაისი 2016, 00:00 3239 ნახვა

თინათინ ხიდაშელი სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების საზოგადოებრივი სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრმა, ადგილობრივ მკვლევარებთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების საკითხები განიხილა. ცენტრში სტუმრობისას, საუბარი შეეხო, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და ევროპის, საქართველოსა და კავკასიის რეგიონის გამოწვევებს. თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოა მომავალში უნგრეთის საზოგადოებრივი სამსახურის ეროვნულმა უნივერსიტეტმა საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან ითანამშრომლოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი