ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება - თამარ გაბუნია

20 აგვისტო 2021, 13:34 1287 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის. 

თამარ გაბუნია ამბობს, რომ მთავარია შეზღუდვების აღსრულება.

მისივე თქმით, ციფრები დღეს შედარებით, ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში.

"კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად, ამ ციფრების საფუძველზე იკვეთება. ამდენად, ჩვენ მთავარია ის რეკომენდაციები და რეგულაციები აღვასრულოთ, რომელიც უკვე დაწესებულია“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი