სამხედრო ექიმები ვაქცინაციას განაგრძობენ. დღეს სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ. ისინი უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, ვაქცინაციის ცენტრებამდე მისვლას რომ ვერ ახერხებენ.