კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა 17 აგვისტოს რეკორდულ მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება და კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა მატება ისევ 6 ათასს უტოლდება.
ქვეყანაში 2 სავალე ჰოსპიტალი უკიდურეს შემთხვევაში პაციენტების მისაღებად მზადაა, თუმცა ჯანდაცვის უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ ჯერჯერობით ყველა ინფიცირებულის მკურნალობა კლინიკებში მოხერხდება. ამის იმედს კი აძლევთ შეზღუდვები, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოქმედებს.
საქართველო ახლა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას ელოდება, რის შემდეგაც 12 წელს ზევით ასაკის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება. სპეციალისტები მოსახლეობას ყოველდღე მოუწოდებენ აცრის გაკეთებისა და პირბადის გამოყენებისკენ.