ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში, ვაჟა შაინიძის ქუჩის მოწესრიგება გრძელდება. ასფალტობეტონის საფარი დაიგება 2 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე.
უკვე მოეწყო სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობა, სანიაღვრე არხები და ეზოებთან მისასვლელები. სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს.