აფხაზეთის ომში დაღუპულები 

14 აგვისტო 2021, 18:40 586 ნახვა

დიღმის ძმათა სასაფლაოზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული კონსტანტინე ანდრიაძის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. დანარჩენი დაღუპულების ნეშტები ოჯახებს მათი სურვილის შესაბამისად გადაეცათ. ადგილზე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები. მათ დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაკრძალვამდე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. დაღუპულთაგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში