ბათუმის "დინამოს" და თბილისის "ლოკომოტივის" სრულმა შემადგენლობამ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა

14 აგვისტო 2021, 14:42 1326 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბების ბათუმის "დინამოს" და თბილისის "ლოკომოტივის" წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრენ.

ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს.

ამ დროისათვის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იძულებული პაუზაა. მიზეზი ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა. 

ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე მოცემული ინფორმაციით 23-ე ტურის მატჩები 12 სექტემბერს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში