შრომის ინსპექციის სამსახურმა, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბათუმში აკრძალული ღონისძიებების - ქორწილის გამართვის გამო, 3 ფიზიკური და 5 იურიდიული პირი დააჯარიმეს. 2 ობიექტი კი დალუქეს. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.
სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ დაილუქა: შპს არსი;
შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდა:
შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაილუქა: შპს "კახაბერი 2011";
შრომის ინსპექციის მიერ, საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სულ 16 ობიექტი, მათ შორის 7 იურიდიული და 9 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტი, სადაც ქორწილი ან შეკრება ჩატარდება პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება.