ამ ვითარებაში ქორწილის გამართვა არის სიცოცხლისთვის რისკის შემცვლელი, იქნება უმკაცრესი რეაგირება - თორნიკე რიჟვაძე

11 აგვისტო 2021, 11:50 3061 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აკრძალვების მიუხედავად აჭარაში ქორწილები მაინც იმართება.

თორნიკე რიჟვაძემ სარიტუალო დარბაზების მფლობელებს და მოქალაქეებს მოუწოდა უარი თქვან სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება უმკაცრესი რეაგირება.

"დღეს ყველა უნდა იაზრებდეს ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების სიმძიმეს. იქნება უმკაცრესი აღსრულება, ვინაიდან თხოვნა აღარ ჭრის. 

კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება აღსრულდება უმკაცრესად, რომ გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. გუშინ, ისევ იყო რამდენიმე ქორწილი. მინდა ვთხოვო კონკრეტულ დაწესებულებებს და მათ შორის იმათაც, ვინც ამ ქორწილებს ატარებს, თუ უყვართ ახლობლები, მოხუცები, შვილები, ამ ვითარებაში ქორწილის გამართვა არის მათი სიცოცხლისთვის რისკის შემცვლელი.

ყველამ უნდა გავიაზროთ ეს. ექიმების შრომასაც გავუფრთხილდეთ, დღეს როგორც თერაპიული, ასევე რეანიმაციული ადგილები არ არის ბათუმში არსად და ვიმატებთ ახალ საავადმყოფოებს, ამიტომ ნუ გვაიძულებენ ყველაზე ხისტ ღონისძიებებზე გადავიდეთ"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი