ქორწილებისა და სხვა ხალხმრავალი ღონისძიების მასპინძლობისთვის ობიექტის მეპატრონე 10 000 ლარით დაჯარიმდება 

09 აგვისტო 2021, 14:06 16298 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება - ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

ქორწილებისა და იუბილეების გადახდა ქვეყანაში ამ დრომდეც აკრძალული იყო. დღეს მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ მონიტორინგი გამკაცრდება. 

''შეგახსენებთ, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს.

​აკრძალულია ქორწილების და ქელეხების გამართვა. მსგავსი ღონსისძიების მასპინძლობისთვის სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხევავში დაილუქება'' - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი