დაბა ხულოსა და სოფლებში ძლიერი სეტყვა იყო. ხულოს მერიის პრესცენტრში განაცხადეს, რომ მოქალაქეების მხრიდან ზარალზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ შესულა.
შესაბამისად, ჯერ-ჯერობით უცნობია რა ზიანი მიადგა ფერმერებს.
მაღალმთიან აჭარაში ამ დრომდე წვიმს, თუმცა ჯერჯერობით მეწყერი ან მსგავსი შემთხვევა არ დასტურდება.