ნიუ-იორკს პირველი ქალი გუბერნატორი ეყოლება - ენდრიუ კუომოს თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მის პოსტს ქეითი ჰოჩული დაიკავებს.
დემოკრატი პოლიტიკოსი კონგრესის ყოფილი წევრია და ის ნიუ-იორკის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს.
ყოფილი გუბერნატორი კუომო პოსტიდან სექსუალური შევიწროების ბრალდებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა. ეს ბრალდება მას 11-მა ქალმა წაუყენა, თუმცა თავად კუომო დანაშაულს არ აღიარებს.