მიშა ბოლქვაძეს მანდატი შეუწყდა

10 აგვისტო 2021, 14:53 1977 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მიშა ბოლქვაძეს უფლებამოსილება შეუწყდა.  დეპუტატის მანდატის შეჩერების მოთხოვნით საკრებულოს  ოპოზიციონერმა წევრმა თავად მიმართა და კოლეგებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მიშა ბოლქვაძე სხდომას არ დასწრებია, მისი თანაგუნდელი თემურ დუმბაძე კი ამბობს, რომ თანაპარტიელმა დეპუტატის სტატუსზე უარი  „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების გამო თქვა. 

სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ მიზეზია და მიშა ბოლქვაძე საკრებულოს საქმიანობაში დიდი ხანია ისედაც არ მონაწილეობს.  შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. არ არის გამორიცხული, მიშა ბოლქვაძე პარტიამ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატად დაასახელოს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი