აგვისტოს ომს იხსენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები

08 აგვისტო 2021, 15:12 847 ნახვა

აგვისტოს ომის მე-13 წლისთავს,უკრაინის შეიარაღებული ძალები იხსენებს და საქართველოს თავდაცვის ძალებს სოლიდარობას უცხადებს. ტექსტში  აღნიშნულია, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაყინვით აგრესორის დამშვიდების მცდელობამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების პირდაპირი შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის თებერვლიდან.

განცხადების თანახმად, 1956 წელს უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს, ავღანეთში 1979 წელს, მოლდოვაში 1992 წელს შეჭრის შემდეგ, მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნახა კრემლის პოლიტიკის იმპერიული სისხლიანი არსი და 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, კრემლის ტერორისტები უკრაინაში შეიჭრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი