თხილის სეზონზე მკრეფავები დეფიციტშია

06 აგვისტო 2021, 19:46 2305 ნახვა

დაბალი ხარისხის, არასტაბილური მიწოდებისა და ნაკლები ცნობადობის გამო ქართული გაუტეხავი თხილიც და თხილის გულიც ევროკავშირში ყველაზე ნაკლებად ფასობს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო ბაზარზე ერთ–ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, ის თხილის ფასის განსაზღვრაში არ მონაწილეობს. გაუტეხავი თხილი და თხილის გული საქართველოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანას გააქვს, მათ შორის: თურქეთს, ჩილეს, საფრანგეთს, აშშ–ს, აზერბაიჯანს, იტალიასა და ჰოლანდიას. ბოლო წლებში ქვეყანაში აზიური ფაროსანას შემოსევამ მოსახლეობას თხილის მოსავალი თითქმის სრულად გაუნადგურა.  დაავადების გავრცელების პირობები კი ნარგავების მასიურმა მოუვლელობამ განაპირობა. წლების განმავლობაში სამეგრელოში, შემდეგ იმერეთსა და აჭარაში მავლებელთან საბრძოლველად გარკვეული ღონისძიებები ტარდებოდა. უნდა აღინიშნოს,რომ წელს ქვეყანაში გასული წლებისგან განსხვავებით მეტ მოსავალს ელიან. ამ ეტაპზე 1 კილოგამი თხილის ფასი 4 ლარია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი