დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, რომლებსაც ამჟამად კიევი ვერ აკონტროლებს, არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა და რუსეთში ცხოვრების მსურველებს, ასევე მათ, ვინც დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს, საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში გადასვლისკენ მოუწოდა. „უკრაინის გარეშე ამ ტერიტორიებზე ცივილიზაცია არასდროს იქნება.უკრაინა წინ წავა და განვითარდება , ხოლო დონბასი ოკუპურებული და მოწყვეტილი სახით ვერასდროს გადადგამს პროგრესულ ნაბიჯებს. ეს მიწა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც გათავისუფლდება რუსული ოკუპაციისგან-განაცხადა ზელენსკიმ და ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები ბერლინის კედელს შეადარა, რომელიც საბოლოოდ დაინგრა.