საგარეოს განცხადება

05 აგვისტო 2021, 11:46 1002 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის პრეზიდენტის მორიგი უკანონო განკარგულება, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტის დამტკიცება, ოკუპაციის გაგრძელებად შეაფასა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2 000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ აღნიშნული არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას.  მასში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო პასპორტიზაციის პროცესს გმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი