„კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით, საქართველო შევიდა პიკის ფაზაში, რომელიც ამ დონეზე იქნება დაახლოებით ათი დღის განმავლობაში“ - ეპიდემიოლოგები ისევ რთულ ვითარებაზე საუბრობენ და საკოორდინაციო საბჭოს რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით მიმართავენ.
რაც შეეხება განახლებულ სტატისტიკას, კვლავ განსაკუთრებით მაღალია გარდაცვლილთა რიცხვი, კორონავირუსს კიდევ 38 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოვლინდა კორონავირუსის კიდევ 4 233 შემთხვევა.