შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით 4 პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს