აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადება, რომ აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 3 სექტემბრამდე მისცა, არაზუსტია.
მანამდე ელჩის განმარტებით, აღნიშნული დიპლომატების ვიზების მოქმედების ვადა იწურება.
ამასთან, მისი თქმით, თითქმის ყველა მათგანი ქვეყანას ჩანაცვლების გარეშე დატოვებს, „რადგან ვაშინგტონმა მოულოდნელად გაამკაცრა ვიზის გაცემის პროცედურები“.