ხვალ 3 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებზე 6 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

02 აგვისტო 2021, 22:53 1180 ნახვა

3 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის 6 სპორტსმენი იასპარეზებს.

თბილისის დროით 04:00 საათზე მძლეოსანი ლაშა ღულელაური სამხტომში კვალიფიკაციაზე იასპარეზებს.

  • 06:00 საათიდან ბერძნულ-რომაული სტილით 97 კგში მოჭიდავე გიორგი მელია ბრინჯაოს მედალს დამამშვიდებელი წრიდან შეუტევს.
  • 07:00 საათიდან 67 კგ-ში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე რიოს ოლიმპიადის ოქროსმედალოსან კუბელ ისმაილ ბორეროს შეხვედება.
  • 07:30 საათზე კი კიდევ ერთი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გამოვა. ლაშა გობაძე 87 კგ-ის მერვედფინალში უზბეკ რუსტამ ასაკალოვს დაუპირისპირდება.
  • 14:15 საათზე ბრადროს კვრის კვალიფიკაციაში გიორგი მუჯარიძე იასპარეზებს.
  • 15:40 საათზე კი ასევე ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციოს "ბ" ჯგუფში ბენიკ აბრამიანი გამოვა.

ამ დროისათვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 6 მედალი აქვს. აქედან კი 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

ოლიმპიადაზე მონაწილე 205 ქვეყანას შორის საქართველოს 27-ე ადგილი უკავია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში