ვინ დაიკავებს თანამდებობებს აჭარის უმაღლეს საბჭოში?

22 ნოემბერი 2016, 00:00 3444 ნახვა

პირველივე სხდომაზე აჭარის მუმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიცე სპიკერი და კომისიის თავმჯდომარეები უნდა აირჩიონ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დავით გაბაიძის კანდიდატურა განიხილება. ვიცე-სპიკერად კი მერაბ კარანაძე დასახელდა. რაც შეეხება სხვა თანამდებობებს: განათლების კომისია _ ლადო მგალობლიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომსიია _ ნინო ჩხეტია, ადამინაის უფლებათა დაცვის კომისია _ ცოტნე ანანიძე, საბიუჯეტო საკიტხთა კომსია _ გიორგი რომანაძე, აგრარულ საკითხთა კომისია _ ვახტანგ წულაძე, ჯანდაცვის კომისია _ ნუგზარ სურმანიძე _ ასეთია სავარუდო კანდიდატთა ჩამონათვალი. ''ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ თანამდებობები პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილების გათვალსიწნებით გადნაწილდა. ''ქართული ოცნების'' წევრების განცხადებით, უმრავლესობას უმაღლეს საბჭოში სამი ფრაქცია ეყოფება. რომელთა ხელმძღვანელებად მოიაზრებიან ირაკლი ჭეიშვილი, დავით ბაციკაძე და ილია ვერძაძე. ''ნაციონალურ მოძრაობა'' კი ერთი ფრაქციით იქნება წარდგენილი, რომელსაც ელგუჯა ბაგრატიონი უხელმძღვანელებს. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა პარტიების წევრები, ჩვენთვის უცნობია. მათთან  დაკავშირება ვერ შევძელით.  

ამავე კატეგორიაში