ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების შესწავლა გრძელდება. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს სტატუსის მისაღებად 100-ზე მეტმა ოჯახმა მიმართა. მერის ინფორმაციით ოჯახებს გეოლოგები და სტიქიის შემსწავლელი სპეციალური კომისია სწავლობს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტში 2 სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყება.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები საცხოვრებლის დასაკმაყოფილებლად განცხადებასთნ ერთად, უნდა დარეგისტრირდნენ ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში .