გართულებული ეპიდსიტუაცია-კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა

27 ივლისი 2021, 15:10 1117 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია, ინფიცირების მაჩვენებელი 4 ათასს უახლოვდება. რაც შეეხება დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, ის 8 პროცენტს აჭარბებს.

სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, მილიონ მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზე გადავიდა.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ნახევარი გამოწვეულია ე.წ. "დელტა" შტამით. ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია ბავშვებშიც.

დღეს საქართველოში დელტა პლიუს შტამიც დაფიქსირდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი