ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია

26 ივლისი 2021, 13:23 2252 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია.

შავდათუაშვილმა 73 კგ.წონითი კატეგორიის ნახევარფინალში სამხრეთ კორეის წარმოუდგენელი ჩანგრიმ ანი დამატებით დროში 3 გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ფინალში ლაშას კონკურენტი ცოტა ხანში გაირკვევა.

მედლისთვის იბრძოლებს ძიუდოს კიდევ ერთი ქართველი წარმომადგენელი. 57 კგ.ში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გავიდა ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც იალონელ ცუკასა იოშიდას დაუპირისპირდება. ფინალური

ბრძოლები 13:40 საათიდან დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში