ბელგიაში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი, წინასწარი შეფასებით, 10 მილიარდ ევროს აღემატება. საბოლოო თანხა ჯერ უცნობია.
22 ივნისის ოფიციალური მონაცემებით, ბელგიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 32 ადამიანი იმსხვერპლა, 18 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
განადგურდა და დაზიანდა ათი ათასზე მეტი სახლი, სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებს ამ დრომდე არ მიეწოდება წყალი, გაზი და ელექტროენერგია.