უშიშროების საბჭოს სხდომა

21 ნოემბერი 2016, 00:00 3380 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. რომელიც დღეს 17:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. დღის წესრიგით ხუთი საკითხის განხილვაა გათვალისწინებული, მათ შორის, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის; თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა. ეროვნული უშიშროების საბჭო ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხსაც განიხილავს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის რანგში დღეს პირველად დაესწრება ირაკლი კობახიძე. ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის სტატუსით პირველად მიიღებს მონაწილეობას დავით რაქვიაშვილიც.

ამავე კატეგორიაში