მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი "ლამბდა" ვრცელდება

21 ივლისი 2021, 22:19 1150 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამი "ლამბდა" მსოფ­ლი­ოს 30-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ცირკულირებს.

აღნიშნული შტამი პირველად პერუში 2020 წლის აგვისტოში გამოვლინდა და მალევე გავრცელდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

სტატისტიკური მონაცემებით, "ლამბდა" მსოფლიო მასშტაბით 700-მდე ადამიანს დაუდასტურდა.

ექსპერტების ცნობით, "ლამბდა" შტამით ინფიცირებულ პაციენტებს აღენიშნებათ სიმპტომები როგორებიცაა მაღალი სიცხე, მუდმივი ხველა, გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მას "სა­ყუ­რა­დღე­ბო შტა­მი“ უწო­და.

ამ დრო­ის­თვის მეც­ნი­ე­რე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი შტა­მის მი­მართ ვაქცინების ეფექტიანობას სწავლობენ.

დღეისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის მხოლოდ ოთხი მუტაციაა აღწერილი ესენია: ალფა (ბრიტანული), ბეტა (სამხრეთ აფრიკული), გამა (ბრაზილიური) და დელტა (ინდური) შტამები და ლამბდა (სამხრეთ ამერიკა).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში