მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი ბიუროს სხდომა

21 ნოემბერი 2016, 00:00 3062 ნახვა

დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ბიუროზე იმსჯელებენ ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მანამდე კი  პარლამენტის ახალშექმნილ კომიტეტებში კომიტეტების დებულებებს ამტკიცებენ და თავმჯდომარის მოადგილეებს ირჩევენ. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტი, თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, კომიტეტის თავმჯდომარის სამ მოადგილეს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.  

ამავე კატეგორიაში