აშშ-ში კოვიფინფიცირებულთა 80% ''დელტა'' ვარიანტზე მოდის

21 ივლისი 2021, 13:56 806 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ალერგოლოგი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ შტატებში დაინფიცირების ახალი შემთხვევების 80%  კორონავირუსის დელტა ვარიანტს უკავშირდება. კორონავირუსი დაუდასტურდა თეთრი სახლის თანამშრომელს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულს ახლო კონტაქტი არ ჰქონია ჯო ბაიდენთან.

რთული ეპიდვითარებაა საფრანგეთშიც, სადაც დღეიდან მოსახლეობას ისეთ საჯარო ადგილებში შესასვლელად, როგორებიცაა მუზეუმები და კინოთეატრები ვაქცინის სერტიფიკატი ან კოვიდ ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა დასჭირდებათ.

ივნისის შემდეგ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს ესპანეთშიც. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში