აირჩევს თუ არა დღეს პარლამენტი ცესკოს ახალ თავმჯდომარეს?

18 ივლისი 2021, 12:32 980 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გავა. დღის წესრიგშია პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ექვსი კანდიდატის კენჭისყრის საკითხი.

როგორც ცნობილია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე გია ცაცაშვილისა და მაია ზარიძის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია.

საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან ორი კვირის წინ გადადგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში