„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა ოფისის მიმართულებით წითელი საღებავები და კვერცხები ისროლეს, რასაც აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს. შემთხვევის ადგილას ვითარება კვლავ დაძაბულია.