საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაური და დაპირისპირებაა. მთავრობისთვის მედიის წარმომადგენლების მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, პრემიერ-მინისტრი არ გადადგა.
ამის შემდეგ ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ და უკანა შესასვლელიდან შეეცადნენ პარლამენტში შესვლას, რისი უფლებასაც მათ პარლამენტთან მყოფმა პოლიციამ და დაცვის სამსახურის თნამშრომლებმა არ მისცეს.
პარლამენტთან იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებზე საშვები დაშვებულია, თუმცა შენობაში მაინც ვერ შედიან.
მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურთ.