პროექტების განხილვა სოფელ ვაშლოვანში

10 ივლისი 2021, 15:15 1127 ნახვა

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და განსახორციელებელი  პროექტების განხილვა მოეწყო სოფელ ვაშლოვანში. შეხვედრაზე მოქალაქეებს ის  პროექტები გააცნეს რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. ითქვა, რომ   ინფრასტრუქტურული სამუშაოებითვის ორი მილიონი ლარია გათვალისწინებული.მთავარი მიმართულება კვლავ  შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაა.

პრეზენტაციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა  სოფლების მთავარ გამოწვევად წყლის დეფიციტი დაასახელეს.  ხულოს მერის ინფორმაციით  წყლის საკითხი ნაწილობრივ გათვალისწინებულია ადგილობრივ ბიუჯეტშიც, თუმცა მასშტაბურ სამუშაოებს ამ მიმართულებით ,,აჭარისწყლის ალიანსი“ განახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი