საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული კანდიდატი - გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა. ამასთან, როგორც ცნობილია, ”ქართული ოცნება” მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული ვადების ბოლომდე გამოყენებას არ აპირებს. მმართველი პარტია გეგმავს, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალ კვირას განიხილოს და მხარი დაუჭიროს. კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება უწყდება. ძველ მთავრობას ახლის არჩევამდე დროებით მოვალეობის შესრულება ეკისრება.