დღეს საქართველოში ''ასტრაზენეკას“ 53 200 დოზა ჩამოვიდა. ''ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის მოქალაქეებისთვის. ოპტიმალური პერიოდი 8-12 კვირიანი ინტერვალია.