მსურს მოსახლეობას მოვუწოდო აქტიური ვაქცინაციისკენ - თორნიკე რიჟვაძე

09 ივლისი 2021, 19:04 1019 ნახვა

აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, აქტიური ვაქცინაცია აუცილებელია, მოსახლეობამ ვირუსის დამარცხება რომ შეძლოს.

"მსურს, კიდევ ერთხელ, მოვუწოდო მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ. მიუხედავად სტაბილური ეპიდ-ვითარებისა რისკები რჩება და ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, შევძლოთ ამ ვირუსის დამარცხება. ის მარაგები, რომელიც უკვე ქვეყანაშია გვაძლევს საშუალებას, რომ  მოქალაქეებს ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ვაქცინასთან მიმართებაში", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა ქედაში გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებსა და სამუშაოებზე ისაუბრეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი