„ტრე პენე" VS ბათუმის „დინამო"

08 ივლისი 2021, 10:05 1285 ნახვა

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე  „დინამო" ბათუმი  „ტრე პენეს",  გორის  „დილა"  „ჟილინას", ხოლო  „გაგრა" „სუტიესკას"დაუპირისპირდება. „ტრე პენე" -  „დინამო" ბათუმის შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

დაპირისპირების გამარჯვებულები ორმატჩიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვევა. ქართული გუნდები საპასუხო, საშინაო მატჩებს 15 ივლისს გამართავენ. თუ ქართული კლუბები პირველ ეტაპს გაივლიან, მათი სავარაუდო მეტოქეები იქნებიან: „დინამო ბათუმი"  „ბატე" , „დილა" v  „აპლონი"  „გაგრა" v „მაკაბი".

ბათუმის დინამო უკვე სან-მარინოშია და მატჩისწინა ვარჯიშიც გამართა.

გეგუჩაძის შეგირდები დღევანდელი მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობით გავლენ მოედანზე. მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში