სიდნეიში კოვიდშეზღუდვები შენარჩუნდება

07 ივლისი 2021, 13:43 594 ნახვა

სიდნეიში მკაცრი "ლოქდაუნი" კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა. ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელების გამო მიიღო.

26 ივნისს ახალი სამხრეთ უელსის შტატში, პანდემიის დაწყებიდან პირველად მიიღეს გადაწყვეტილება სიდნეის და მიმდებარე ქალაქების 2 კვირით ჩაკეტვის შესახებ.  

ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქში და მიმდებარე დასახლებებში, ლოქდაუნის პერიოდში მოსახლეობას სახლების დატოვება მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შეეძლებათ.  

შტატის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები და ბენზინგასამართი სადგურები მუშაობას შეზღუდვების გარეშე განაგრძობენ.

საკვები ობიექტები კი გატანისა და მიწოდების სერვისით იმუშავებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი