მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებსა და "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისებზე თავდასხმის ფაქტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. დაკავებულების შესახებ კი საპოლიციო უწყებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.“ დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება," ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.