რამდენიმე წუთია, რაც დაიწყო ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია. აბიტურიენტებს საათნახევარი აქვთ ტესტების შესავსებად. პანდემიის გამო საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია დაცული.
20-ზე მეტ აბიტურიენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ისინი გამოცდებს გამოჯანმრთელების შემდეგ დამატებით სესიებზე ჩააბარებენ.