ციტრუსის მავნებელი დაავადებების იდენტიფიცირება და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

30 ივნისი 2021, 18:35 1058 ნახვა

აჭარაში ციტრუსოვანთა კულტურებში გავრცელებული მავნებელ-დაავადებების კერების შესწავლა მიმდინარეობს. სპეციალისტები ქობულეთისა  და ხელვაჩაურში  20-ზე მეტ ციტრუსის ბაღს შეისწავლიან, საბოლოო შედეგები კი დაახლოებით ათ დღეში გახდება ცნობილი. ამის შემდეგ დაიგეგმება კონკრეტული პრევენციული სამუშაოები. პირველადი მონაცემებით, ვიზუალური და მიკროსკოპული დაკვირვებით, გავრცელებულია სხვადასხვა სახეობის ტკიპა და სოკოვანი დაავადება, რომელიც აზიანებს ციტრუსის მსხმოიარობას, ნაყოფის ხარისხს და ხელს უშლის მცენარის ზრდა-განვითარებას. კვლევები გაეროს სურსათის და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი